08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტები გადაარჩინეს

საბერძნეთში ლესბოსის კუნძულთან არალეგალების 2 ნავი ამოყირავდა და ჩაიძირა. მაშველებმა 60 ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის - 14 ბავშვი და ერთი ჩვილი.

სანაპირო დაცვამ გადარჩენილები ლესბოსის კუნძულზე გადაიყვანეს და დევნილთა ბანაკში მოათავსეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაქცეული ათასობით ადამიანი ამ დრომდე უნგრეთში რჩება და გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებას ელოდება.

ასობით ადამიანი სერბეთიდან უნგრეთში გადავიდა და ბუდაპეშტში ჩასვლას ცდილობდა, თუმცა ისინი სამართალდამცველებმა არ გაატარეს. პოლიციამ გაღიზიანებული ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები