08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ბრიტანეთმა ტერაქტების სერია აიცილა - ISIS-ის ბრიტანელი მებრძოლების ლიკვიდაცია მოხდა

სირიაში ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი წევრები გაანადგურეს. ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით, ოპერაცია 21 აგვისტოს ჩატარდა.

წერტილოვანი დარტყმა სამხედროებმა უპილოტო ბომბდამშენით მიიტანეს.

სამიზნე კი ბრიტანეთის მოქალაქე რიად ჰანი იყო, რომელიც ტერორისტებს გასულ წელს შეუერთდა. მასთან ერთად იერიშის დროს მისი მეწყვილეც დაიღუპა.

დევიდ კემერონის განცხადებით, ლიკვიდირებული ისლამისტები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ტერაქტების სერიას ამზადებდნენ.

ბრიტანული მედია წერს, რომ ისინი დედოფალ ელისაბედზე თავდასხმას გეგმავდნენ. 

 

 

 

დღის ამბები