08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს

თემთა პალატამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ინიციატივას 316 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგ კი 53 დეპუტატი წავიდა.  

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს ლორდთა პალატაც დაუჭერს მხარს, საყოველთაო გამოკითხვა 2017 წლის ბოლოს გაიმართება.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ინიციატივა ბრიტანეთის მთავრობამ პარლამენტს მაისში წარუდგინა, თუმცა მაშინ თემთა პალატამ დევიდ კამერონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

მაშინ დეპუტატები კამპანიის დაწყების ვადებზე ვერ შეთანხმდნენ. ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მოსახლეობის 51 პროცენტი უჭერს მხარს.

დღის ამბები