04 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
მოსკოვში ორ საცხოვრებელ კორპუსს დრონები შეეჯახა
მოსკოვში ორ საცხოვრებელ კორპუსს დრონები შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
 
ადგილობრივების ცნობით, დრონი საცხოვრებელი სახლის ზედა სართულებს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობის ფასადი დაზიანდა.
 
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა მეორე საცხოვრებელი შენობის შემთხვევაშიც, იქაც დაზიანებულია შენობის ფასადი და ბინების ფანჯრები. 
 
როგორც სააგენტო "ბაზა" წერს, თავდასხმაში 25-მდე დრონი მონაწილეობდა, გამოცემის ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ნაწილი კი ხეებსა და მავთულებში გაიჭედა.
 
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონებით დაზიანებული სახლების არცერთ მცხოვრებს სერიოზული ტრავმები არ აქვს. სამედიცინო დახმარებას 2-მა ადამიანმა მიმართა, ჰოსპიტალიზაცია კი მათ არ დასჭირვებიათ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საგანგებო სიტუაციის მართვისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
 
 

 

დღის ამბები