08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
თურქეთში სამართალდამცავებს თავს დაესხნენ - დაღუპულია 13 ადამიანი

მორიგი თავდასხმა სამართალდამცველებზე თურქეთში. ტერაქტი აზერბაიჯანთან მოსაზღვრე, იგდირის პროვინციაში მოხდა.

პოლიციის მიკროავტობუსი გზაზე დამონტაჟებულ ხელნაკეთ ბომბზე აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 13 პოლიციელი.

ხელისუფლება მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებს, რომლებმაც თურქეთის ხელისუფლებასთან ზავის გაწყვეტის თაობაზე ივლისში გააკეთეს განცხადება.

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ქურთი სეპარატისტების ობიექტები ისევ დაბომბეს.

სამხედროებმა იერიშები ჩრდილოეთ ერაყში მდებარე შტაბებზე მიიტაბეს.

გავრცელებული ინფორმაციით შეტევის შედეგად ათობით ქურთი სეპარატისტი დაიღუპა.

დღის ამბები