08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
2 დღით ავიაკომპანია ლუფთანზას მფრინავები გაიფიცნენ - კომპანიამ დაგეგმილი ფრენების ნაწილი გადადო

"ლუფტჰანზის" და მისი შვილობილი კომპანია "ჯერმან–ვინგსის" პილოტებმა ორ დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხარჯების შემცირების, ხელფასების მომატებისა და საპენსიო შეღავათების საკითხებზე ვერ თანხმდებიან.

მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მფრინავები გაფიცვის გაგრძელებით იმუქრებიან და აცხადებენ, რომ ხვალიდან 24 საათით შეწყვეტენ მუშაობას.

პილოტების პროტესტის გამო ლუფთანზამ უკვე გააუქმა 90-მდე ავიარეისი და შესაძლოა კიდევ ასობით რეისის გადაგება მოუხდეს, მათ შორის საერთაშორისო ფრენებისაც.

გაუქმებული რეისების სიას ავიაკომპანია მოგვიანებით გამოაქვეყნებს

 

 

დღის ამბები