26 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
პრემიერის განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 73%-ს, რომელიც მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, უთხრა, რომ "თუ გინდათ ნატო, გინდათ ომი" - თინა ბოკუჩავა

ოპოზიციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებას აფასებენ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი".

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პრემიერის ეს განცხადება პუტინის განცხადებებს ემთხვევა.

"ქალბატონი ურსულას განცხადება, რომელიც აქცენტს აკეთებს სუვერენულ არჩევანზე, ევროპაზე და საერთო ღირებულებით ბრძოლაზე, დიდი განსხვავებაა მის ამ განცხადებასა და პრემიერის განცხადებას შორის. მაშინ, როდესაც რუსეთის სამიზნე არის სუვერენული არჩევანი, ცალკე ნატოს გამოყოფა, არის დამთხვევა პუტინის განცხადების, რომ ამის გამო მოხდა ომი. მას რომ ეთქვა, რომ სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის ეს ომი, მაშინ მისი ეს განცხადება გასაგები იქნებოდა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 73%-ს, რომელიც ბოლო კვლევით მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, უთხრა, რომ "თუ გინდათ ნატო, გინდათ ომი".

დღის ამბები