08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
თურქეთი ერაყში სპეცოპერაციას ატარებს

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე ქურთ სეპარატისტებთან საბრძოლველად სპეცრაზმის ორი ქვედანაყოფი შევიდა.

მოკლევადიანი ოპერაციის პარალელურად, სეპარატისთა პოზიციებს ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში თურქეთის ავიაცია ბომბავს.

ოფიციალური ანკარის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თავდასხმა თურქ სამართალდამცველებზე.

მიკროავტობუსი, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, იგდირის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა 13 სამართალდამცველი. ორი დღის წინ კი დიარბაქირში ქურთთა თავდასხმას 15 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. 

 

 

დღის ამბები