15 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ადრეც გამომითქვამს... ვფიქრობ, რომ მან შესაძლოა გამოიყენოს ეს უფლებამოსილება - ხათუნა სამნიძე

ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, ოპოზიციურ სპექტრში შეფასების საგანია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, მთავარი მიზანი აღნიშნული ვიზიტის შესრულებულია. ამასთან, თეონა აქუბარდიას თქმით, შეწყალების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით მისმა განცხადებამ დატოვა სივრცე, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა აღნიშნული აქტი გამოიყენოს.

ხათუნა სამნიძის შეფასებით კი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე მკაფიოდ საუბროდა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, შესაძლებელია პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალოს.

"ბრიუსელში პრეზიდენტი ტრიბუნიდან საუბრობდა ქვეყნის ევროპულ მომავალზე და რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის არჩევანია, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროპული სტრუქტურების წევრი, ამისთვის კი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს.

შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ადრეც გამომითქვამს. ვფიქრობ, კონკრეტულ მომენტში, როცა ამას ექნება პოლიტიკურად სხვა დატვირთვა, ვფიქრობ, რომ მან შესაძლოა გამოიყენოს ეს უფლებამოსილება," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით კი, ქვეყანაში პოლიტიკური აღსადგენად, მნიშვნელოვანია განთავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

დღის ამბები