15 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპულ ოჯახში, თუმცა ეს საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ იმედოვნებს საქართველოში რეფორმები შესრულდება და ქართველი ხალხის სურვილი ევროკავშირის წევრობის შესახებ, ასრულდება. გაიხსნება შესაძლებლობის ფანჯარა, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპულ ოჯახში, თუმცა ეს საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები.

ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ აქვთ ჩემი და ევროკავშირის მხარდაჭერა. ვფიქრობ იქნება შესაძლებლობების ფანჯარა იმისათვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი არა იმისთვის, რომ ბრიუსელი ასიამოვნოთ, არამედ იმისთვის, რომ დარწმუნდეთ საქართველოს მომავალი დაფუძნებული იქნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა მშვიდობა, კეთილდღეობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება.

მოხარული ვიქნები თუ საქართველოში ჩამოვალ. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დამპატიჟა და ვნახოთ როდის იქნება ეს შესაძლებელი.

ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით დღის წესრიგზე, ძალიან მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები გაფართოების კუთხით. ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს გაფართოებაზე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - ჩემი სურვილია ეს საკითხი წლის ბოლომდე წინა პლანზე წამოვწიო," - აცხადებს შარლ მიშელი.

დღის ამბები