15 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
მოუთმენლად ველით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირში, აუცილებელია რეფორმები გატარდეს, კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს - მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, მოლდოვაში სამიტის დაწყების წინ აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის აუცილებელია რეფორმები გატარდეს და კითხვებს გაეცეს პასუხები.

"გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განვაცხადე ევროპარლამენტში, რომ მოუთმენლად ველით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირში. აუცილებელია რეფორმები გატარდეს, კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს, პასუხებს ველოდებით, მაგრამ რეფორმების განხორციელება ჯერ კიდევ გზაშია.

მე მჯერა საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლისა და პერსპექტივის," - განაცხადა მეცოლამ.

დღის ამბები