15 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ვფიცავ, ჩემს მოვალეობას მიუკერძოებლად შევასრულებ, სოლიდარობისა და სამართლიანობის სულისკვეთებით - ერდორანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ ის დაიცავს  სახელმწიფოს არსებობას, დამოუკიდებლობას და მის უპირობო სუვერენიტეტს.

"მე, როგორც პრეზიდენტი ვფიცავ, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობას და დამოუკიდებლობას, სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, მის უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ, ჩვენს კონსტიტუციაში გაწერილს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ათათურქის პრინციპებს და რეფორმებს. დავიცავ, რესპუბლიკის მთავარ პრინციპებს, ჩვენი ერის მშვიდობას და კეთილდღეობას. ვფიცავ, ჩემს ღირსებას დიადი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ მთელი ძალით ვიმუშავებ, რათა დავიცვა, დიდებითა და პატივით შევამკო თურქეთის რესპუბლიკა. ვფიცავ, რომ ჩემს მოვალეობას მიუკერძოებლად შევასრულებ, სოლიდარობისა და სამართლიანობის სულისკვეთებით,"- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

მან საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან მიიღო. ფიცის დადების შემდეგ, ერდოღანის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ათვლა დაიწყო და მისი მმართველობა მესამე ათწლეულში გაგრძელდა.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, ერდოღანი გვირგვინით შეამკობს თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს.

საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საპრეზიდენტო კომპლექსში გაგრძელდება, სადაც ერდოღანი მილოცვებს მიიღებს. ამის შემდეგ, სტუმრები ერდოღანის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ, სადაც ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

დღის ამბები