08 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
ასობით დაღუპული და 1000-მდე დაშავებული - სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში

ასობით დაღუპული და 1000-მდე დაშავებული - ასეთია ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგები. ინდოეთის აღმოსავლეთით, ოდიშას შტატში ერთმანეთ სამი მატარებელი შეეჯახა. ორი მათგანი სამგზავრო, ერთი კი სატვირთო იყო. სამაშველო სამუშაოები ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწყო, სწრაფად დაიწყო, თუმცა ბევრი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპულთა რაოდენობა თანდათან იზრდება.

სამაშველო პროცესში პროფესიონალებთან ერთად, ჩართული არიან მსხვერპლთა ახლობლებიც. შემთხვევის დეტალებს აღწერენ თვითმხილველები და დაზარალებულები, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კატასტროფას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი, რომელიც შემთხვევის ადგილას ჩავიდა და შესაბამის სტრუქტურებს საქმის გამოძიების ინსტრუქციები მისცა. მან საავადმყოფოში დაზარალებულებიც მოინახულა.

ქვეყნის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა, რომელსაც, ამ დროის მონაცემებით, 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში კი გლოვის დღეა გამოცხადებული.

დღის ამბები