15 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერი-მინისტრი თურქეთში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე თურქეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, ამჯერად პირადად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.

ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი რანგის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინაუგურაციის ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.

დღის ამბები