15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"წინაპარზე თქვას უარი?! ის, რაც სამართლიანია, არის მორალურიც" - გოცირიძე ხოშტარიაზე და რუსულ ფულზე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე, რუსეთის ფედერაციიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე 5 მილიონი რუბლის ჩარიცხვის ფაქტს ეხმიანება.

როგორც რომან გოცირიძე განმარტავს, ხოშტარიას ოჯახი მოსკოვიდან ფულს სამართლიანად იღებს, შესაბამისად, ეს მორალურ სტანდარტებს არ აკნინებს.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ირგვლივ აგორებული აღნიშნული არ მუშაობს.

"ელენე ხოშტარიას წინაპარს, რომელმაც შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლი, სადაც კი მისი მხატვრობა იქმნება, ნიუ-იორკში, პარიზში, მოსკოვში თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება.

რა თქვას?! წინაპარზე თქვას უარი?! ის, რაც სამართლიანია, არის მორალურიც. რომელი სჯობს, მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს?!

ყველაფერი, რაც ელენე ხოშტარიას ირგვლივ ერთი წელია ატრიალებთ, იმდენად არ მუშაობს, რომ გიწევთ ღეჭვა. დაღეჭეთ და გადაყლაპეთ ეს თემა, თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

დღის ამბები