15 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
რადიკალურად არასწორია, როდესაც ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება... ხოშტარიას საბაბი არის ძალიან ზღაპრული - ვახტანგ მეგრელიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ელენე ხოშტარიას და რუსული ფულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხოშტარიას არგუმენტი, რითაც პოლიტიკოსი რუსული ფულის შემოდინებას ამართლებს, აბსურდულია.

ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს იმასაც, რომ ელენე ხოშტარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

"მიკვირს, რატომ თვითონ ელენე არ ხსნის ამას საჯაროდ, თითქოს ამის ახსნა არ იყოს საჭირო. ძალიან სერიოზული პრობლემა მგონია ოპოზიციის მხარეს, მით უმეტეს, როცა იმ პოზიციაზე ხარ, რომელზეც ხარ. რუსეთს ებრძვი და რუსეთიდან იღებს ფულს, თან სახელმწიფოსგან. ეს რაღაცნაირად აბსურდული სიტუაციაა.

ამიტომ, მგონია, ძალიან რთულია ოპოზიციაში დისკუსია, როდესაც ასეთი ქეისებია. იმიტომ რომ დიალოგის დროს მოგვიწევს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, რადგან ჩემი კონკურენტია მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ ის ხალხი, რომლებიც ელენს აძლევდა ხმას ჩვენ მოგვცემს, ან სხვას მისცემს.

რადიკალურად არასწორია, როდესაც ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება, რაც არ უნდა საბაბი იყოს და მით უმეტეს ეს არის ძალიან ზღაპრული საბაბი, რომელიც ელენეს შემთხვევაში ვიცით რომ არსებობს,"-აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

დღის ამბები