15 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის წევრებმა მორიგი შეხვედრა ყვარელში გამართეს

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის წევრებმა, თელავის შემდეგ მორიგი შეხვედრა ყვარელში გამართეს.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სააქტო დარბაზში ერთ საათი მიმდინარეობდა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელიც გენდერულ თანასწორობას და ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხებოდა. იმსჯელეს ქალზე ძალადობის შემთხვევებზე და პრევენციული ზომების აუცილებლობაზე.

მსგავსი შეხვედრები რეგიონის მასშტაბით გაიმართება.

დღის ამბები