15 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"ჰყავს ხელისუფლებას ძალოვანი უწყებები, თუ რამეში ეჭვი ეპარებათ დაიწყონ გამოძიება" - პაატა მანჯგალაძე ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან დარიცხულ ფულზე

5 მილიონ რუბლზე მეტი რუსეთიდან - ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის ჩარიცხული რუსული თანხა კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.

ოპოზიციის ნაწილი განმარტავს, რომ ეს არის სამემკვიდრეო თანხა, რომელსაც ოჯახი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობითი ჰონორარის სახით იღებს.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე განმარტავს, მმართველ გუნდს ელენე ხოშტარიას ფინანსური ანგარიში პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება. 

"ჰყავს ხელისუფლებას ძალოვანი უწყებები, უსაფრთხოების და სპეცსამსახურები, თუ რამეში ეჭვი ეპარებათ და არ არის და ეს არის ოპერატიული თანხები, როგორც ყიდიან საზოგადოებაში სამარცხვინოდ, მაშინ დაიწყონ გამოძიება.

მაგრამ გამოძიებას არ იწყებენ, რატომ?! იმიტომ, რომ სჭირდებათ პროპაგანდისტი. ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მემკვიდრეობით ვირსელაძისგან მიღებული თანხა, რომელსაც იღებს არა ელენე ხოშტარია, არამედ ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია," - განაცხადა მანჯგალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

დღის ამბები