15 ნოემბერი 2024,   11:09
ვრცლად
აღნიშნული გადარიცხვების თემას "ქართული ოცნება" იყენებს უკანონოდ და მანიპულაციურად - ლევან ბეჟაშვილი ხოშტარიას ოჯახისთვის დარიცხულ რუსულ ფულზე

5 მილიონ რუბლზე მეტი რუსეთიდან - ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის ჩარიცხული რუსული თანხა კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია.

ოპოზიციის ნაწილი განმარტავს, რომ ეს არის სამემკვიდრეო თანხა, რომელსაც ოჯახი სოლიკო ვირსალაძის გამო ჰონორარის სახით იღებს, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის ეს არგუმენტი არა დამაჯერებელია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი იმასაც ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხოშტარიების ოჯახის ჩარიცხვებს უკანონოდ, მანიპულაციისთვის იყენებს. 

"აღნიშნული გადარიცხვების თემას, "ქართული ოცნება" იყენებს უკანონოდ და მანიპულაციურად. ამ გადარიცხვებში უკანონო არაფერია და უკავშირდება ოჯახის წევრების შემოქმედებით საქმიანობიდან მიღებულ ჰონორარებს," - აცხადებს ბეჟაშვილი.  

დღის ამბები