15 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
"ვინც არ უნდა წარადგინოს ზურაბიშვილმა, "ოცნება" მას არ დაამტკიცებს, დაამტკიცებს მხოლოდ იმას, ვინც აწყობს მმართველ კლანს" - რომან გოცირიძე

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, სადაც საუბარია" საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.“

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართლი ოცნების“ ამოცანაა, ეროვნული ბანკზე კონტროლი დაამყაროს.

"ეროვნული ბანკის და საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება, ეს არის სტრატეგიული ამოცანა „ქართლი ოცნების“. მათ უნდა რომ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. ვინც არ უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" მას არ დაამტკიცებს, დაამტკიცებს მხოლოდ იმას, ვინც აწყობს მმართველ კლანს," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, ადეკვატური იყო.

"ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ვეტო დაედო იმ კანონპროექტისთვის, იყო აბსოლუტურად ადეკვატური მაშინაც. პირდაპირ ჩანს, რომ ლაშა ხუციშვილი არის ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც უნდა რომ მმართველმა პარტიამ დანიშნოს ამ თანამდებობაზე. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს ქალბატონ სალომეს მინისტრთან, მაგრამ ინსტიტუციურად რომ შეხედო, მთავარი ამბავი არის, რომ ფინანსთა სამინისტრო არ უნდა მართავდეს ეროვნულ ბანკს," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

დღის ამბები