24 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ მუშუქია ბახმუტთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე კვირიდან იბრძოდა და არაერთხელ იყო დაჭრილი. 

გარდაცვლილი მებრძოლი, ასევე იბრძოდა აფხაზეთის ომში. ზურაბ მუშუქიას ოჯახი, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

დღის ამბები