08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპას თანაბარი რაოდენობით 120 ათასი მიგრანტის მიღება შესთავაზა

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპას მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად ახალ წინადადებას სთავაზობს.

ჟან კლოდ იუნკერმა დღეს სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ 120 ათასი მიგრანტი თანაბარი რაოდენობით უნდა მიიღოს, კვოტები კი სავალდებულო იქნება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ამ ინიციატივას არ ეთანხმება. მათ შორისაა პოლონეთი, რომელიც აცხადებს, რომ მას მხოლოდ 2 ათასი დევნილის მიღება შეუძლია.

გერმანია მზადაა 500 ათასი შეიფაროს. ბრიტანეთი და საფრანგეთი კი, 25 ათასი დევნილის მიღებას დათანხმდნენ.

დღის ამბები