08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
უნგრელი კორესპონდენტი, რომელმაც მიგრანტს ფეხი წამოსდო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

უნგრელი კორესპონდენტი, რომელმაც მიგრანტს ფეხი წამოსდო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სკანდალური ინცინდენტი ქალაქ როსკოში მოხდა.

როდესაც არალეგალებმა დევნილთა ბანაკში პოლიციის კორდონი გაარღვიეს, ოპერატორმა ერთერთ მამაკაცს, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, ფეხი წამოსდო და წააქცია.

ლასლო პეტრას ქმედება მისმა კოლეგებმა გადაიღეს. კადრები ინტერნეტით გავრცელდა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ოპერატორმა დაუშვებელი საქციელი ჩაიდინა და ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

დღის ამბები