08 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
დედოფალი ელისაბედი ხანგრძლივი მმართველობის რეკორდს ამყარებს

დედოფალი ელისაბედი ხანგრძლივი მმართველობის რეკორდს ამყარებს.

აქამდე არსებულ მონარქებს შორის ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ტახტზე მხოლოდ მისი ბებია, დედოფალი ვიქტორია იმყოფებოდა, რომელიც სამეფოს 63 წელი, 7 თვე და 2 დღე მართავდა.

იმ შემთხვევაში თუ ელისაბედ მეორე დღეს ლონდონის დროით 17 საათამდე ყველასთვის მოულოდნელად ტახტიდან არ გადადგება, ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მონარქის სტატუსით შევა.

ამ მოვლენას დიდ ბრიტანეთში საზეიმოდ აღნიშნავენ. პრემიერი დევიდ კამერონი პარლამენტში სიტყვით გამოვა და დედოფალს ამ დღეს დეპუტატებთან ერთად მიულოცავს.

დღის ამბები