15 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ საკითხებზე საუბარი, ეს არ ემსახურება არ მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს- თინა ბოკუჩავა მელიას განცხადებაზე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ "იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები", არ ემსახურება არც პარტიის და არც ქვეყნის ინტერესებს.

როგორც თინათინ ბოკუჩავა განმარტავს, ასეთი განცხადებები უნდა კეთდებოდეს პარტიის მიღმა.

"უკვე ხშირად მიწევს ამაზე კომენტირება, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული მქონდა, კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ამ საკითხებზე საუბარი. არ ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს. მეც ბევრჯერ მქონია განსხვავებული აზრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმებაზე, მაგრამ ეს იყო წინააღმდეგობა და არა მუდმივი დაპირისპირების და ლანძღვის რეჟიმი, რაც არის ჩემთვის მიუღებელი. მაშინ ვთვლი, რომ ეს უნდა გაკეთდეს პარტიის მიღმა. თუ ჩვენი ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ" - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ავტორი : ანუკა ბუავა.

დღის ამბები