პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი აცხადებს, რომ კეზერაშვილს და ხაბეიშვილს ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ.
როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, მერაბიშვილი დგას კეზერაშვილის უკან, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას.
"კეზერაშვილი და ხაბეიშვილი, ესენი ოდიოზური ფიგურები არიან და ბუნებრივია, მომავალი საქართველოს პოლიტიკაში მათ არ გააჩნიათ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის გავლენა კი არა, პარტია ჯიბეში აქვთ ჩადებული, ამას არც კეზერაშვილი არ უარყოფს.
იმეორებს, რომ ის არის მერაბიშვილის კაცი და მის უკან მერაბიშვილი დგას. ასევე არ უარყოფ კეზერაშვილი, რომ დიახ, ის არის პოლიტიკაში და აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ენჯეოებს.
აქედან გამომდინარე მტკიცებულება ქართველ საზოგადოებას ნამდვილად არ სჭირდება. "ნაცმოძრაობის" ბუნება რაც იყო, რადიკალიზმი, ადამიანების ქუჩაში დახოცვა და ბიზნესის რეკეტი, არათი შეიცვალა, არამედ ოფიციალურად გაფორმდა,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა" სხვებს მის გარშემო გაერთიანებას ურჩევს, თუმცა თვითონ პარტია ამ დრომდე გახლეჩილია და შიდა დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს.
ნიკა მელიამ არაფორმალურ მმართველობასა და გუნდის კრიზისზე მორიგი საჯარო განცხადებები გააკეთა.
ავტორი: ანუკა ბუავა.