საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, 2023 წლის 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
ნაკრებმა 25 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. გაფართოებულ სიაში მყოფი 3 ფეხბურთელი: კვერნაძე, ლომთაძე და ხორხელი საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობენ, თუმცა, გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ზუსტად 6 დღეში კი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
ჩვენი გუნდი 21 ივნისს დინამო არენაზე პორტუგალიის დამარცხებას შეეცდება.