ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ 25" ავრცელებს.