15 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
პრემიერმა ბრიუსელში ბელგიელ კოლეგასთან, ალექსანდრ დე კროსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ მოლაპარაკებები ჰქონდა ბელგიის პრემიერთან ალექსანდრ დე კროსთან. ამის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართა.

საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პარალელურად, იყო 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ის მოლოდინები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყებამ ხელი მოაწერა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ამასთან, პრემიერ მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდება- ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზეა დანიშნული. დაგეგმილია მოლაპარაკება ევროკომისარ, ოლივარ ვარჰეისთანაც.

პრემიერი დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მაღალი რანგის შეხვედრების პარალელურად, დღის წესრიგით გათვალისწინებულია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალ - "ევროპალიასა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

დღის ამბები