15 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
"პარლამენტს აქვს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი" - გიორგი ვოლსკი

"ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, ამის მიუხედავად, პარლამენტს აქვს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"გვარამიას ლოგიკას რომ გაჰყვე, ე.ი. უკმაყოფილო ოპოზიციას ან უმცირესობას, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია ჩაშალოს პარლამენტის საქმიანობა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიაში. სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არაფერია, გარდა იმისა, რასაც აქამდე აკეთებდა, ანუ მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, ამის მიუხედავად, პარლამენტს აქვს შეკრების და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ძლიერი საქართველო" მანდატების დატოვებას და სიების ჩახსნას აანონსებს და ოპოზიციას ამ პროცედურას ერთობლივად, ერთსა იმავე დროს პრეზიდენტთან ერთად სთავაზობს, თუმცა ხაზარაძის გუნდი არ უერთდება იმ ორი კოლეგა კოალიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეგისტრაციის გაუქმებაზე განცხადებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა და სადაც უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მანდატებზე უარის თქმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდეც შეიძლება.

გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძემ განმარტა როგორც "საარჩევნო კოდექსის" 120-ე, ასევე კონსტიტუციის 39-ე მუხლი და განაცხადა, რომ მანდატების გაუქმება მხოლოდ პირველი სხდომის, ანუ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ არის შესაძლებელი. მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭომ სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა.

დღის ამბები