08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
საქართველოს საელჩო თურქეთში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თურქეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკვა შეუძლიათ. 

„თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოიჩინონ სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +905336903040. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები,“ - წერია განცხადებაში.

დღის ამბები