08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ქურთების პარტიის ლიდერი თურქეთს სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებს

ბოლო ინფორმაციით, თურქეთის მასშტაბით ქურთების პარტიის ოფისები, მათი მომხრე მედია საშუალებები და ქურთების კუთვნილი მაღაზიები დარბეულია. ქურთების პარტიის ლიდერი ქვეყანას სამოქალაქო ომის შესახებ აფრთხილებს.

ბოლო 24 საათია თურქი ნაციონალისტები ქურთების პარტიაზე იერიშებს განაგრძობენ. თავდასხმების სერია ქვეყნის პრემიერმა TWITTER-ის საშუალებით დაგმო და იერიშებს ვანდალიზმი უწოდა.

პოლიტიკური არასტაბილურობისა და საკურორტო ზონაში შეტაკების ფონზე ხელისუფლება ეკონომიკურ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.

არეულობამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ანკარასა და სტამბოლთან ერთად ანტალიის რეგიონიც მოიცვა, რომელიც ქვეყნის ერთერთ ტურისტულ ზონას წარმოადგენს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები