08 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
"რუსეთი სირიას იარაღით დიდი ხანია ამარაგებს" - რუსეთის ოფიციალური აღიარება

პირველი აღიარება რუსეთის მხრიდან, სირიის იარაღით მომარაგებისა და სამხედრო ექსპერტების გაგზავნის თაობაზე. ოფიციალური მოსკოვი მიზეზად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს. 

"რუსეთი დიდი ხანია ამარაგებს სირიას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით, რაც ორმხრივი კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება. გარდა ამისა, სირიაში მუშაობენ რუსი სამხედრო ექსპერტებიც. ეს ყველაფერი კი ემსახურება ტერორიზმის წინააღმდგე ბრძოლას. ტერორისტული საფრთხეები სირიასა და ერაყში ბოლო ხანებში უპრეცედენტოდ გაიზარდა,"-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

დასავლეთი და ნატო კი სირიაში რუსეთის გააქტიურებას გმობს. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს სამშვიდობო პროცესს ვერ დაეხმარება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სანაპიროებს ორი რუსული სადესანტო გემი მიადგა და რუსეთმა ასევე ქვეითი სამხედროებიც გადასხა. ამის შესახებ სააგენტო REUTER შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები