20 სექტემბერი 2024,   04:01
ვრცლად
გურჯაანში კომუნიკაციები თითქმის მთლიანად აღდგა - რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

კახეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - გურჯაანში მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარებს. დატბორილ ზონებს სპეციალური ტექნიკით წმენდენ. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, კომუნიკაციები რეგიონში თითქმის სრულად აღდგა.

"გურჯაანში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები დილიდან განახლდა. რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამ დროისთვის, გურჯაანში კომუნიკაციები აღდგენილია. რჩება მცირე ნაწილი, რომლის აღდგენის სამუშაოებიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აღდგება," - აცხადებს კახეთის რწმუნებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლერი გელენავას განცხადებით, ზარალი, სავარაუდოდ, მილიონებს აჭარბებს.

"რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც დაზიანებული გვაქვს, ზარალი მილიონებს აჭარბებს. ხევების დასუფთავებას ალბათ ძალიან დიდი თანხა დასჭირდება. რაც შეეხება მოსახლეობას, რომელთაც სახლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. დაუზიანდათ, ესეც საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და ვეცდებით, რომ 1 კვირაში ეს აღრიცხვა გავაკეთოთ,"- აცხადებს ლერი გელენავა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები