08 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სირიელი მიგრანტების ნაწილი შვედეთში გადაყვანას ითხოვს

სირიელი მიგრანტების ნაწილი შვედეთში გადაყვანას ითხოვს. ამის გამო მათ დანიაში გაჩერებული მატარებლიდან ჩამოსვლაზე უარი თქვეს. არალეგალები შიშობენ, რომ თუ დანიის ტერიტორიაზე დარეგისტრირდებიან, მათ შვედეთში გადასვლის უფლებას აღარ მისცემენ.

მოგვიანებით დანიამ რკინიგზა გადაკეტა, რის გამოც მიგრანტები გერმანიის ქალაქ ფლენსბურგის სადგურიდან გამგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ. ქალაქ მიუნხენში ჩასულ არალეგალებს კი მოხალისეებისა და სამედიცინო პერსონალის ჯგუფები დახვდნენ.

გერმანიის მიერ მიგრანტების მიღებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. 200-მდე ნაციონალისტმა დრეზდენის მახლობლად აქცია გამართა.

დღის ამბები