სოფლის განვითარების სააგენტო, "მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების მიღებას, 27 ივნისს დაიწყებს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, თუმცა არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული, ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.