15 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"ჩვენი შვილების მოწამვლის მცდელობით, ქვეყნის არევის დაუმთავრებელი მცდელობით შეწუხებული ხალხი ვართ" - "ფრანკლინის კლუბის" ღონისძიებას პროტესტი მოჰყვა

სამოქალაქო მოძრაობამ "საქართველო უპირველეს ყოვლისა" "ფრანკლინის კლუბის" საიუბილეო ღონისძიება გააპროტესტა.

ღონისძიება "კოკა-კოლას" ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც "კურიერი" არ შეუშვეს. 

მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის პროპაგანდას ეწევა, რაც, მისი თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.

ვატო შაქარაშვილის განცხადებით, პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა. 

"ყველა ვართ ჩვენი შვილების მოწამვლის მცდელობით, ამ ქვეყნის არევის, დაუმთავრებელი მცდელობით შეწუხებული ხალხი. ჩვენი პროტესტის ფორმები, ყოველთვის უნდა იყოს განსხვავებული, მათი პროტესტის ფორმებისგან. ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ არც რევოლუციას, არც რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას,"-აცხადებს კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები