23 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
ბოლნისში "მუსიკალური საღამოები" გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე პროექტი "მუსიკალური საღამოები" სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შედგა ბოლნისშიც. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, მოქმედებდა ღია კაფეტერია, იყო საბავშვო და სხვადასხვა ტიპის სივრცეები.

ადგილზე მისული სტუმრების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დღე სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები