08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად უნგრეთში სამხედროები წვრთნებს გადიან

მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად უნგრეთმა სამხედრო სწავლებები დაიწყო. წვრთნა ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან მიმდინარეობს.

ოფიციალური ბუდაპეშტი პოლიციელების დასახმარებლად საზღვრებზე არმიის ქვედანაყოფების გაგზავნასაც აპირებს.

სერბეთიდან და მაკედონიიდან ყოველდღიურად უნგრეთის ტერიტორიაზე ასობით მიგრანტი გადადის.

მესამე დღეა მათ პოლიციელები ქვეყნის შიგნით აღარ უშვებენ.

მიგრანტებს გადაადგილება შეუზღუდა დანიამაც.

მათ დროებით შეაჩერეს გერმანიასთან სარკინიგზო მიმოსვლა, რადგან დევნილთა დიდი ნაკადი დანიიდან გერმანიაში, შემდეგ კი შვედეთში გადასვლას ცდილობდა. 

დღის ამბები