08 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
იაპონიაში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან - არიან დაღუპულები და დაშავებულები

იაპონიაში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ათობით დასახლება დატბორა.

წყლის ძლიერმა ნაკადმა საცხოვრებელი სახლებიც წაიღო. მაშველებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი ავიაციის დეხმარებით გამოჰყავთ. სახლების დიდი ნაწილი წყლით დაიფარა. რამდენიმე ოჯახი თავის გადასარჩენად სახურავებზე ავიდა. ისინი სამაშველო ვერტმფრენებით გაიყვანეს.

ამ დროისთვის ერთი ადამიანია დაღუპული, 12 კი დაშავდა. ყველაზე მეტად წყალდიდობამ და მეწყერმა იბარაკისა და ტოჩიგის პრეფექტურები დააზარალა.

დღის ამბები