15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ეს პრელუდიაა იმ წინასაარჩევნო კამპანიის, რომელიც ალბათ შემოდგომიდან დაიწყება და რომლის მთავარი ამბავიც ლანძღვა-გინება იქნება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბორჯომში და გორში მომხდარი ინციდენტები, დილიდან პოლიტიკური შეფასებებით თემაა.

ოპოზიცია ძალადობას გმობს და ფაქტების ობიექტურად გამოძიებას ითხოვს.

"ხელისუფლება გადასულია ძალადობრივ ქმედებებზე, ოღონდ ამით უნდა საზოგადოებას უთხრან როგორი მაგრები და ბრუტალურები არიან. ახალგაზრდები კიბეებზე რომ დააგორეს, ვინ იყო პასუხისმგებელი რომ ის ბავშვი არ მოკვდებოდა," - " აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

"გირჩში" ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება შესაძლოა ოპოზიციის ნაწილსაც აწყობდეს.

"ეს პრელუდიაა იმ წინასაარჩევნო კამპანიის, რომელიც ალბათ შემოდგომიდან დაიწყება და რომლის მთავარი ამბავიც ლანძღვა-გინება იქნება. "ქართულ ოცნებას" ეს აწყობს რადგან ლანძღვა-გინებაში უფრო მეტი რესურსი გააჩნია. მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს რადგანაც გამოჩნდება რომ გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან," აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები