23 აგვისტო 2026,   02:28
ვრცლად
ჰაკათონი სმარტ სითი - პროექტი, რომელმაც ურბანისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები, ინჟინრები და სხვა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა

ჰაკათონი სმარტ სითი - ეს არის პროექტი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ურბანისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები, ინჟინრები, დიზაინერები და სხვა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა. მათ 2 დღის განმავლობაში იმუშავეს Smart City-ს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე და წარადგინეს იდეები. ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდა.

გამარჯვებულ გუნდს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან 5 000, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2 000 ლარი გადაეცა.

ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციების რჩეული გუნდებიც.

დღის ამბები