თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს მზაობა პოლარიზაციის შემცირებისკენ, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება.
"გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა შევამციროთ პოლარიზაცია და ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც არის 12-პუნქტიან გეგმაში, არის პოლარიზაციის შემცირება. თუმცა, ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. მე კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მზაობა და ვთქვა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის და არაერთი განცხადება გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამას სჭირდება მეორე მხარეც. ცალმხრივად ვერ მოხდება ეს და ძალიან გულდასაწყვეტია და ცუდია, რომ ამისკენ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯი. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ფინანსურად, რომლებიც დაკავებული არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.