15 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
უნდა ვიყოთ კონცენტრირებული არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება - კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლარიზაციის მხარდაჭერა და მისი დაფინანსება მომავალში აღარ უნდა მოხდეს და მთელი კონცენტრაცია ამაზე უნდა იქნას გადატანილი.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს "ხალხის ძალის" განცხადებასთან დაკავშირებით,  სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი "ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს".

"მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები