15 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის გამო სააკაშვილმა და მასთან დაკავშირებულმა გუნდმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რის გამოც, მან ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. 

ასევე მისი თქმით, "ენჯეოებმაც" უნდა მოიხადონ ბოდიში და იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ ე.წ. ექსპერტებმა, რომლებმაც წელიწადნახევარი ატყუეს ხალხი:

"მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ.

ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც სახალხო დამცველი, "ენჯეოები“ საუბრობდნენ და რაც სხვადასხვა დასავლურ მედიაში იწერებოდა. ყველამ ერთად პირი შეკრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ყველა ამ ჯგუფმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ქართულმა "ენჯეოებმაც“ უნდა მოუხადონ ბოდიში და იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ ე.წ ექსპერტებმა, რომლებმაც წელიწადნახევარი ატყუეს ისინი. ეს ხომ მარტო ტყუილი არ იყო, ფაქტობრივად, წელიწადნახევარი იკავებდა პოლიტიკური დისკუსიისა და მედიადისკუსიის სივრცეს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები