08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში ჰომო ნალედის 15 ჩონჩხი იპოვეს

უნიკალური აღმოჩენა. მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთ გამოქვაბულში ეგრეთ წოდებული –ჰომო ნალედის 15 ჩონჩხი იპოვეს.

ისინი შესაძლოა ჰომო საპიენსის წინაპართა ახალ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.

ჰომო ნალედის სიმაღლე 150 სანტიმეტრი, ტვინი კი ფორთოხლის ზომის იყო. ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ძვლები 3 მილიონი წლის წინანდელია.

მეცნიერები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ჰომო ნალედის ჯგუფს დაკრძალვის რიტუალის კულტურა ჰქონდათ და სამარხში ჩასვლისას გზას ცეცხლით ინათებდნენ.

ანთროპოლოგები აცხადებენ, რომ ჰომო ნალედის აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ადამიანის ევოლუციის დღემდე არსებული თეორიები.

დღის ამბები