08 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
ძლიერი აფეთქება პარიზში - დაშავდა 16 ადამიანი, 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია

პარიზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია - ინფორმაციას "სქაი ნიუსი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის მეხუთე ოლქში აფეთქებამ შენობებში ხანძარი გამოიწვია, ხოლო ერთი შენობის ფასადი ჩამოინგრა.

ადგილობრივმა მერმა, ფლორენს ბერტუტმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაზის აფეთქება გახდა, თუმცა, პარიზის პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა ჯერ ნაადრევია.

დღის ამბები