08 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ინგა ზილიენეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკის რეგულირების საკითხები განიხილეს.

დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ისაუბრა, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალსა და ხელშემწყობ საინვესტიციო მექანიზმებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის ეფექტიან რეგულირებაში.

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.

დღის ამბები