20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე შავი ზღვის წყლის ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია, თუმცა ხარისხის შემოწმება და კონტროლი პერიოდულად გაგრძელდება.

რიჟვაძე იმედოვნებს, რომ წყლის არსებული ხარისხი შენარჩუნდება და დამსვენებლებს პრობლემები არ შეექმნებათ.

"მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება ზღვის წყლის ხარისხს, ბოლო პერიოდში არც თუ კეთილმოსურნე მედია საშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
შავი ზღვის კვლევა განხორციელდა, როგორც გარემოს ეროვნულო სააგენტოს ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.

დღის ამბები