23 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
ლანჩხუთში სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის 5 კილომეტრ-ნახევრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის განახლება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება არსებული ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა მიერთებები და მოედნები. სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები